პოლიციელზე თავდასხმის საქმე

ფოთის საქალაქო სასამართლომ, ძალადობრივი ქმედებისკენ საჯაროდ მოწოდებისა და პოლიციელზე თავდასხმის ფაქტზე ირაკლი ოქრუაშვილის თანაპარტიელის, ასლან ვაშაყმაძეს  აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა. დაცვის მხარემ სასამართლოს 5 000-ლარიანი გირაო შესთავაზა, თუმცა მოსამართლემ ადვოკატების შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. ადვოკატის თქმით, ვიდეომიმართვა არ არის კავშირში დაკავებულის პარტიულ საქმიანობასთან და მან აღნიშნული ვიდეო მხოლოდ აღელვების ნიადაგზე ჩაწერა, მისი დაკავება კი უკანონოდ მოხდა. ადვოკატი გამორიცხავს მისი დაცვის ქვეშ მყოფის თავდასხმას სამართალდამცველებზე.  მომდევნო საპროცესო საქმეზე 2021 წლის 25 იანვარს გაიმართება.