პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებული 21 წლის მათე დევიძის პროცესი გაიმართა. დაიკითხნენ ბრალდების მხარის მოწმეები, პოლიციელები. მათი თქმით, დაინახეს, როგორ ჩაარტყა ჯოხის ტარი მათე დევიძემ სამართალდამცველს, დაცვის მხარის ინფორმაციით კი, პოლიციელებმა პროცესზე არათანმიმდევრული ჩვენებები მისცეს. ბრალდებული დუმილის უფლებას იყენებს.
მათე დევიძე 2024 წლის 19 ნოემბერს მელიქიშვილის გამზირზე მიმდინარე აქციაზე დააკავეს. წარდგენილი ბრალი 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.