პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებულების სასამართლო

პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებულების, დავით ლომიძისა და თემურ ზასოხაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართა, სადაც ბრალდების მხარის მტკიცებულებები გამოიკვლიეს და დაიკითხა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ოთხი მოწმე. დავით ლომიძე და თემურ ზასოხაშვილი 2024 წლის პირველ დეკემბერს დააკავეს. პროკურატურის ინფორმაციით, ისინი ღამის საათებში, თბილისში, პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციის დროს, ჭიჭინაძის ქუჩაზე თავს დაესხნენ განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებს და მათ ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები ესროლეს. რის შედეგადაც წყლის ჭავლის მანქანას ცეცხლი გაუჩნდა.  დანაშაული 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.