პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულის საქმე

„ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, პოლიციელებზე თავდასხმაში ბრალდებული, ანატოლი გიგაური თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, კვლავ პატიმრობაში რჩება.

პროკურატურა აღკვეთის ღონისძიების, პატიმრობის კვლავ ძალაში დარჩენას ითხოვდა, ადვოკატი ლაშა ცუცქირიძე კი აცხადებდა, რომ პატიმრობის გამოყენების საფუძვლები არ არსებობდა. ასევე, დღევანდელ სხდომაზე სამი მოწმე დაიკითხა, ორი პატრულ-ინსპექტორი და ერთი გამომძიებელი. ანატოლი გიგაურს ბრალი, სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით წარუდგინეს, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს.