პოლიციელის მკვლელობის საქმე

პოლიციელის მკვლელობის საქმე – თბილისის საქალაქო სასამართლომ თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების მთავარი სამმართველოს უფროსის, ალექსანდრე შეყილაძის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულს, შსს-ს კადრების განკარგულების დეპარტამენტის თანამშრომელს, გიორგი მღებრიშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

შეგახსენებთ, მკვლელობა 8 იანვარს, ბრალდებულის საცხოვრებელ სახლში მოხდა. მკვლელობას წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა.