პოლიციელებზე თავდასხმის საქმე 

21:28, 16.07.2025

ოთხი პოლიციელი საავადმყოფოშია გადაყვანილი. ორი მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დრომდე სტაბილურად მძიმეა. ოთხიდან სამს ჭრილობები ცივი იარაღით აქვს მიყენებული. შემთხვევა გორის რაიონის სოფელ ხელთუბანში მოხდა. ოფიციალური ინფორმაციით, დაპირისპირება და კონფლიქტი ერთ-ერთი ავტომობილის შეჩერებას და მძღოლის შემოწმებას მოჰყვა. საგამოძიებო მასალების მიხედვით, არასრულწლოვანმა, რომელიც საჭეს მართვის მოწმობის გარეშე მართავდა, სამართალდამცავებს წინააღმდეგობა გაუწია. კონფლიქტში მისი ოჯახის წევრებიც ჩაერთნენ.

პოლიციელზე ჯგუფურად თავდასხმა – ასეა ფორმულირებული ბრალდება, რომელიც ხუთ დაკავებულს წაუყენეს. მათ შორის არასრულწლოვანიცაა.

მსგავსი