პოლიციელებზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებულების სასამართლო

პოლიციელებზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებულები, „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ანატოლი გიგაური და 21 წლის მოქალაქე მათე დევიძე მოსამართლე დავით მგელიაშვილმა პატიმრობაში დატოვა.

ანატოლი გიგაურმა დარბაზში სიტყვის უფლებით ისარგებლა და აღნიშნა, რომ აღიარებს ფაქტს, თუმცა ბრალს არ ეთანხმება, რადგან ის თავდაცვის ინსტინქტით მოქმედებდა. რაც შეეხება მათე დევაძეს, რომელსაც ასევე პოლიციელისთვის წინააღმდეგობის გაწევას ედავებიან, ადვოკატები საპატიმრო აღკვეთის ღონისძიების შეცვლას გირაოთი ითხოვდნენ, რაც მოსამართლემ არ დააკმაყოფილა და პატიმრობა ძალაში დატოვა. მოსამართლის ამ გადაწყვეტილებას დარბაზში ხმაურითა და შეძახილებით შეხვდნენ დაკავებულების ოჯახის წევრები და ახლობლები. ბრალის დამტკიცების შემთვევაში მათ 4 დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.