პოლიციელებს პროფესიული დღე მიულოცა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა
31 მაისი პოლიციელის დღეა. დღევანდელ დღეს პოლიციელებს ულოცავს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი. გეკა გელაძის წერილში ნათქვამია: „როგორც ყოფილ შინაგან საქმეთა მინისტრს, კარგად მესმის, თუ რა რთულ და საპასუხისმგებლო საქმეს ეჭიდებით ყოველდღიურად; ზუსტად ვიცი თქვენი შრომის ფასი და ის საქმე, რასაც ხშირად უდიდესი რისკის სანაცვლოდ ჩვენი ქვეყნისა და საზოგადოების უსაფრთხოებისთვის ეწევით. ძლიერი პოლიცია ნიშნავს ძლიერ და უსაფრთხო სახელმწიფოს; პოლიცია კი მაშინ არის ძლიერი და წარმატებული, როდესაც მას ჰყავს პროფესიონალი ოფიცრები, რომლებიც ყოველდღიური, თავდაუზოგავი შრომით ემსახურებიან საქართველოს. მადლობას ვუხდი ყველა ღირსეულ პოლიციელს, ვინც ყოველთვის ბრძოლის წინა ხაზზე დგას.“, – ნათქვამია წერილში.