პოლიციელებს პროფესიული დღე მიულოცა იუსტიციის მინისტრმა
31 მაისი პოლიციელის დღეა. იუსტიციის მინისტრმა პროფესიული დღე აღსრულების პოლიციელებს მიულოცა. პაატა სალიამ ყურადღება გაამახვილა მორიგებით დასრულებული საქმეების მნიშვნელობაზე და აღნიშნა, რომ მთავარი მიზანი არა მხოლოდ სამართლებრივი დავების სწრაფად და ეფექტიანად დასრულება, არამედ მხარეთა ინტერესების მაქსიმალური დაცვაა. მინისტრის განცხადებით, 2025 წელს საქმეთა 80 პროცენტზე მეტი მორიგებითა და ნებაყოფლობით დასრულდა. ამასთან, იუსტიციის მინისტრმა საქმიანობაში გამოვლენილი მაღალი პროფესიონალიზმისა და განსაკუთრებული დამსახურებისთვის თანამშრომლებს სპეციალური სახელმწიფო წოდებები მიანიჭა.