პოლიციამ ზუგდიდში სამი პირის დაჭრის გამო 33 წლის მამაკაცი დააკავა

პოლიციამ ზუგდიდში მომხდარი დაჭრის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა.

სამართალდამცავებმა დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი პირი ფოთში დააკავეს. გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულმა 13 მარტს ზუგდიდში, ბარამიას ქუჩაზე, ურთიერთშელაპარაკებისას, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით სამი პირი  დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.