პოლიციამ თბილისსა და რეგიონებში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღო

18:30, 22.04.2025

პოლიციამ თბილისსა და რეგიონებში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღო.

დაკავებულია 18 პირი. სამართალდამცველებმა დაკავებულების პირადი, საცხოვრებელი სახლების, ავტომობილებისა და დამხმარე სათავსოების ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად სხვადასხვა ტიპის ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღეს, მათ შორის: ავტომატები, პისტოლეტები, რევოლვერები, სანადირო თოფები, ხელყუმბარები, მჭიდები, დიდი რაოდენობით ვაზნები და კაფსულ-დეტონატორები. პოლიციის მიერ ასევე ამოღებულია ნარკოტიკული საშუალება „გამომშრალი მარიხუანა“ და რეგისტრაციის წესების დარღვევით დამონტაჟებული „ლენტური ხერხი“. დანაშაულები 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მსგავსი