პოლიციამ საქართველოს პირველი არხის ოპერატორი გამოკითხა

საქართველოს პირველი არხის ოპერატორი ედნარ კოჩალიძე პოლიციამ გამოკითხა.

ბათუმში მომხდარი დაპირისპირების შედეგად მას დაზიანება თავის არეში აქვს მიყენებული. ჩატარდა შესაბამისი ექსპერტიზაც.

ინციდენტი მაშინ მოხდა, როდესაც ჩვენი გადამღები ჯგუფი სამშენებლო ობიექტზე ოთხი მოქალაქის დაშავების ფაქტს აშუქებდა. ჟურნალისტებს ჯერ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს, შემდეგ კი ქვები ესროლეს.

თემის დეტალები „მოამბეში“.