პოლიციამ ამბროლაურში ერთი პირი დააკავა

15:06, 14.10.2018

ავტოგასამართი სადგურისა და მაღაზიის დაყაჩაღებისთვის 28 წლის პირი დააკავეს სამართალდამცველებმა.

პოლიციამ ამბროლაურში მომხდარი დანაშაული ცხელ კვალზე გახსნა. პირი, რომელმაც ორი ობიექტი ცეცხლსასროლი იარაღის მუქარით დააყაჩაღა, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, მომხდარიდან რამდენიმე საათში აიყვანეს.

პოლიციამ, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, დანაშაულის ჩადენის იარაღი – პისტოლეტი ნივთმტკიცებად ამოიღო.

ბრალდებული დანაშაულს აღიარებს. მას 5-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

გამოძიება გრძელდება.

მსგავსი