პოლიციამ აჭარაში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო. დაკავებულია სამი პირი. სამართალდამცველებმა, ჩხრეკისას 22 გრამზე მეტი „ჰეროინის“ შემცველი ნარკოტიკული საშუალება და „მეტადონის“ შემცველი 50 აბი ნივთმტკიცების სახით ამოიღეს.
ერთ-ერთი ბრალდებული პოლიციამ ბათუმში, აეროპორტის ტერიტორიაზე აიყვანა. კიდევ ერთი პირი კი ნარკოტიკების უკანონო შეძენა-შენახვისა და საქართველოში შემოტანის ბრალდებით არის დაკავებული. რაც შეეხება მესამე ბრალდებულს, მისი პირადი ჩხრეკისას პოლიციამ „ჰეროინის“ შემცველი ნარკოტიკი ამოიღო. დანაშაული 20 წლამდე ან უვადოდ თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.