პოლიცია დაკარგულ ახალგაზრდებს ეძებს

ბარ „ბაუჰაუსის“ ორი თანამშრომლის გაუჩინარების საქმეზე, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით დაიწყო. შსს-ს ინფორმაციით, ორი ახალგაზრდის გაუჩინარების შესახებ პოლიციაში შეტყობინება 15 აგვისტოს, 21 საათზე შევიდა. უწყებაში ამბობენ, რომ პოლიციის მხრიდან მყისიერად მოხდა რეაგირება და სამძებრო სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს. დანაშაული ორიდან ოთხ წლამდე პატიმრობით ისჯება.  ბარის ადმინისტრაციის ინფორმაციით, გიორგი შალამბერიძე და ბაია ბერუაშვილი ბარიდან დილის 5 საათზე, ჩანთების გარეშე გავიდნენ. მეგობრების ინფორმაციით, ახალგაზრდები ბოლოს  ვერცხლის ქუჩაზე იმყოფებოდნენ. მათი ადგილსამყოფელი უცნობია.

დატოვე კომენტარი