პოეტი დავით მაღრაძე სოლიდარობის ვარსკვლავის ორდენის კავალერი გახდა

ცნობილი ქართველი პოეტის კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება. დავით მაღრაძე, სოლიდარობის ვარსკვლავის ორდენის კავალერი გახდა. ეს იტალიის პრეზიდენტის ჯილდოა, რომელიც მაღრაძემ ორი ქვეყნის ურთიერთობის განმტკიცებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის მიიღო.

პრესტიჟული ორდენის კავალერობა პოეტს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა სპეციალური განცხადებით მიულოცა.