პლენარული სხდომა

რეკომენდაციებზე მსჯელობის შემდეგ კანონპროექტი მეორე მოსმენით პლენარულ სხდომაზე გავა. მოგვიანებით დეპუტატები პროექტთან დაკავშირებით, სახალხო დამცველის შენიშვნებს მოისმენენ.

ნინო ლომჯარიამ საკანონმდებლო ორგანოში მოხსენებით გამოსვლა თავად მოითხოვა. კენჭისყრა კი ომბუდსმენის მოსმენის შემდეგ გაიმართება.

საპარლამენტო ოპოზიცია პროცესის მიმართ სკეპტიკურად არის განწყობილი და ვარაუდობენ, რომ „ქართული ოცნება“ ვენეციის კომისიისა და სახალხო დამცველის შენიშვნებს არ გაითვალისწინებს.