პლენარულ სხდომაზე 2019 წლის ბიუჯეტზე მსჯელობენ

2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში შესატან ცვლილებებზე პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მსჯელობენ.

ცვლილებების პროექტით, იზრდება საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ბიუჯეტი. ამასთან, მატულობს ცალკეული სამინისტროების ხარჯების მაჩვენებლები.

ოპოზიცია ბიუჯეტის კორექტირებას მხარს არ უჭერს. საპარლამენტო უმცირესობის წევრების განცხადებით, წარმოდგენილი ცვლილებები ლარის გაუფასურების რისკს კიდევ უფრო გაზრდის.

განსხვავებულია მმართველი გუნდის პოზიცია. უმრავლესობის წევრები აცხადებენ, რომ აღნიშნული ცვლილებები ქვეყანას არ დააზარალებს.