რუსთაველის მეტროს ფოიეში პოლიციამ პლატფორმა „მაუწყებლის“ ჟურნალისტი გიორგი ჩაგელიშვილი დააკავა. ის დიღმის დროებითი მოთავსების იზოლატორშია გადაყვანილი. დაკავებული უკვე მოინახულა ადვოკატმა. მარიამ პატარიძის განცხადებით, ის თავს კარგად გრძნობს და ამბობს, რომ დაკავების მომენტში პოლიციის თანამშრომლებს უთხრა, რომ მედიის წარმომადგენელი იყო, თუმცა მაინც დააკავეს. ადვოკატის განცხადებით, მას პოლიციის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ედავებიან, თუმცა, როგორც თავად ჩაგელიშვილი აცხადებს, მას კანონსაწინააღმდეგო ქმედება არ ჩაუდენია.