„პლატფორმა 20/20“-ის სარჩელი

„სამოქალაქო პლატფორმა 20/20“ ცესკო-ს 45-ე დადგენილებას საკონსტიტუციო სასამართლოში ასაჩივრებს. კონკრეტულად ორგანიზაცია მოითხოვს იმ ნორმის შეჩერებას, რომელიც გამორიცხავს 26 ოქტომბრის 22:00 საათის შემდეგ თვითიზოლაციაში და კარანტინში მყოფი ამომრჩევლების, აგრეთვე „კოვიდ“-ინფიცირებული ამომრჩევლების რეგისტრაციას არჩევნებში მონაწილეობისთვის.  „სამოქალაქო პლატფორმა 20/20“- ის აღმასრულებელი დირექტორი აცხადებს, რომ  ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გამოცემული დადგენილება ამომრჩევლებს არჩევნებში მონაწილეობის უფლებას ართმევს.