პიტერ ვიბლერი ბათუმში მოსწავლეებს შეხვდა

ბულინგი მოზარდებში, თამბაქოსა და კანაფის მოხმარების ნეგატიური ზეგავლენა, ნაადრევი ქორწინების პრევენცია,- ამ და სხვა პრობლემებთან დაკავშირებით, სამოქალაქო განათლების ფარგლებში, შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტომ საქართველოს 230 სკოლაში მოსწავლეთა პროექტები დააფინანსა.

სააგენტოს საქართველოს მისიის დირექტორი პიტერ ვიბლერი მოსწავლეთა ხედვებს და მათ მიერ შექმნილ პროექტებს დღეს ბათუმის 29-ე საჯარო სკოლაში გაეცნო.