პიტერ სტანოს განცხადება

„ევროკავშირი ყურადღებით აკვირდება ბოლოდროინდელ შემაშფოთებელ ცნობებს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შესახებ“, – წერს ევროკავშირის საგარეო სამსახურის პრესსპიკერი პიტერ სტანო „ტვიტერზე“. „საქართველოს ხელისუფლება პასუხისმგებელია მის ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაზე და ვალდებულია, მიიღოს ყველა საჭირო ზომა, შესაბამისი სამედიცინო დახმარებისთვის“. – აცხადებს ევროკავშირის საგარეო სამსახურის პრესსპიკერი.