პიტერ სიიარტოს განცხადება

„საქართველოს საკითხში ევროკავშირმა დღეს პოლიტიკური თვალთმაქცობის მსოფლიო რეკორდი დაამყარა.“ – ამის შესახებ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პიტერ სიიარტომ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტერიალის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. უნგრელმა დიპლომატმა დაგმო ევროკავშირის მიდგომა საქართველოს მიმართ და აღნიშნა, რომ თავის სლოვაკ პარტნიორთან ერთად, მან ვეტო დაადო საქართველოს პოლიციის ხელმძღვანელებისთვის სანქციების დაწესებას, მანვე „ქართული ოცნების“ 12-წლიანი მმართველობის დროს საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესზე ისაუბრა. მისი თქმით, ბრიუსელში არავის აქვს უფლება ეჭვქვეშ დააყენოს ქართველი ხალხის ნება.