პიტერ სიიარტოს განცხადება

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოსთან დაკავშირებით ევროკავშირის მოსალოდნელ გადაწყვეტილებებს ეხმაურება. ევროკავშირში სურთ, შეიყვანონ ქართველი ოფიციალური პირები სასანქციო სიაში იმისთვის, რომ ხალხმა ხმა მისცა სუვერენულ მთავრობას – წერს პიტერ სიიარტო სოციალურ ქსელში. განცხადებაში წერია: უკრაინაში ომის სულისკვეთების შეკავება არ ხდება შობის წინაც. მიუხედავად იმისა, რომ დღის წესრიგში დგას უკრაინაში საშობაო ზავის შესაძლებლობა და ტყვეების მასობრივი გაცვლის საკითხი, დღეს მათ სურთ, ისევ გამოყონ 6 მილიარდი ევრო უკრაინისთვის იარაღის გადაცემის დასაფინანსებლად, ისინი უბიძგებენ უკრაინელებს, ფრონტზე გააგზავნონ 18 წლის ახალგაზრდები. ამასთან ერთად, სურთ, შეიყვანონ ქართველი ოფიციალური პირები სასანქციო სიაში იმისთვის, რომ ქართველმა ხალხმა ხმა მისცა სუვერენულ მთავრობას. დღეს იქნება დიდი ბრძოლა, მაგრამ ჩვენ სამშვიდობო პოზიციებს არ დავთმობთ, უკრაინას სჭირდება არა ახალი იარაღი, არამედ ზავი“, – წერს პიტერ სიიარტო.