პიტერ ფიშერის განცხადება – გამოხმაურება

15:07, 27.11.2025

გერმანელი დიპლომატის, პიტერ ფიშერის ინტერვიუ „რადიო თავისუფლებასთან“ შეაფასეს პოლიტიკურ სპექტრში. „ქართული ოცნება“ მწვავედ აკრიტიკებს ელჩის, პიტერ ფიშერის განცხადებას იმის თაობაზე, რომ საქართველოსთვის ევროპის კარი ამ ეტაპზე დახურულია. გერმანიის ელჩმა ვენის კონვენციაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ დიპლომატიური სახელმძღვანელოს პრინციპები არასდროს დაურღვევია. მმართველი გუნდისგან განსხვავებით, ოპოზიციაში ფიქრობენ, რომ „ქართული ოცნება“ გერმანიის ელჩზე თავდასხმით, გერმანიის სახელმწიფოს ესხმის თავს.

მსგავსი