„ევროკავშირი არ აღიარებს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონში, აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს“ – ამის შესახებ საქართველოში გერმანის ელჩი სოციალურ ქსელ „X“-ში წერს. პეტერ ფიშერი ასევე ეხმაურება ე.წ. დიფ სთეითის შესაძლო გავლენებს და წერს: „მე კვლავ უარვყოფ ცრუ მოსაზრებას, რომ – სხვათა შორის, გამოგონილი „დიფ სთეითი“ გავლენას ახდენს ევროკავშირზე“ – წერს დიპლომატი.