PISA-ს უახლესი კვლევა – საქართველომ მაჩვენებლები გააუმჯობესა
განათლების საერთაშორისო რეიტინგში საქართველო პოზიციებს იუმჯობესებს.
პირველად ბოლო 16 წელში, ქვეყანას მოსწავლეთა შეფასების საერთაშორისო პროგრამის კვლევაში თითქმის ყველა მიმართულებით კარგი შედეგები აქვს. საუბარია პიზას კვლევაზე, სადაც რამდენიმე მიმართულებით სკოლის მოსწავლეთა მომზადების დონე მოწმდება. საუკეთესო შედეგები პირველად დაფიქსირდა მათემატიკასა და საბუნებისმეტყველო საგნებში. 2000 წელს შექმნილ პროგრამაში საქართველო 2010 წელს ჩაერთო – მას შემდეგ სკოლის მოსწავლეების უნარებს სამ წელიწადში ერთხელ სამი მიმართულებით აფასებენ – ესენია საბუნებისმეტყველო საგნები, მათემატიკა და წაკითხულის გააზრება. წაკითხულის გააზრების მხრივ გაუმჯობესების ყველაზე დაბალი მაჩვენებელი დაფიქსირდა, რაც ქვეყნისთვის წლებია, გამოწვევაა. ბოლო შედეგები 2022 წლიდან 2025 წლამდე პერიოდს მოიცავს. კვლევა თითქმის მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა. გამოვლინდა ცალკეული პრობლემები, მათ შორის, მოსწავლეების დასწრების მხრივ. საინტერესოა ისიც, რომ ახალი მონაცემები სოფლებში მცხოვრები მოსწავლეების მიღწევების ზრდაზეც მიუთითებს.
გენო ოსიყმაშვილი არკვევდა, რა წერია საერთაშორისო კვლევაში და რა ტენდენციებს აჩვენებს სამწლიანი პროცესის შედეგები.