პირველმა არხმა თავშესაფარ ,,ბეთელში” მცხოვრებლები დაასაჩუქრა

ქველმოქმედება – ის, რაც გვაერთიანებს.

2017 წლის ბოლო დღეები განსაკუთრებული აღმოჩნდა ქალაქ წნორში მოქმედი მოხუცთა თავშესაფრის ბინადრებისთვის. ჩვენი ჟურნალისტი ხანდაზმულებს ესტუმრა და პირადად მოისმინა, რა საჩუქრები გაახარებდათ ყველაზე მეტად წინასაახალწლოდ.

თავშესაფარ ,,ბეთელში” მცხოვრებთა სურვილები შევაგროვეთ და შევეცადეთ, მათი ოცნებები აგვეხდინა.

ნინუცა კახნიაური მოგვიყვება, როგორ შეხვდნენ პირველი არხის საახალწლო საჩუქრებს ადამიანები, რომლებსაც ყურადღება განსაკუთრებულად სჭირდებათ.