პირველკურსელთა მიღების ღონისძიება რუსთავში
რუსთავში პირველკურსელთა მიღების ღონისძიება გაიმართა, რომელსაც თბილისისა და აღმოსავლეთ საქართველოს სახელმწიფო უნივერსიტეტებისა და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტები ესწრებოდნენ.
ღონისძიებაზე შეკრებილ ახალგაზრდებს სიტყვით მიმართეს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ, პარლამენტში რუსთავის დელეგატმა, ირაკლი შატაკიშვილმა და ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა, ილია ჯალაღანიამ. ხელისუფლების წარმომადგენლებმა პირველკურსელებს სტუდენტური ცხოვრების დაწყება მიულოცეს და წარმატებული სასწავლო წელი უსურვეს. ღონისძიების ფარგლებში, სტუდენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ, მონაწილეობა მიეღოთ მრავალფეროვან გასართობ აქტივობებში. პირველკურსელთა მიღების ღონისძიებაში მონაწილეობა ხუთი ათასამდე სტუდენტმა მიიღო