პირველკლასელთა საყოველთაო რეგისტრაცია
ხვალ პირველკლასელთა საყოველთაო რეგისტრაცია იწყება – პროცესი 22 მაისის დილის 9 საათიდან 17 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება. რეგისტრაცია ვებგვერდზე – registration.emis.ge-ზე წარიმართება. ელექტრონულად რეგისტრირებული მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტაციის წარდგენა სკოლებში 18 ივნისიდან 27 ივნისის ჩათვლით არის შესაძლებელი.
2025-2026 სასწავლო წელს პირველ კლასში დარეგისტრირებას შეძლებენ ბავშვები, რომლებსაც 6 წელი 31 დეკემბრის ჩათვლით უსრულდებათ.