პირველკლასელთა რეგისტრაციის ახალი წესი
ტერიტორიული პრინციპით, პირველკლასელთა რეგისტრაციის დაწყებამ კითხვები გააჩინა.
მშობელთა ნაწილი ინტერესდება, ისარგებლოს მესამე ეტაპით, რომელიც საცხოვრებელთან ახლოს მდებარე სკოლებში რეგისტრაციას ითვალისწინებს, თუ დაელოდოს საყოველთაო რეგისტრაციას და ბავშვი სასურველ სკოლაში ჩარიცხოს. მაღალი მოთხოვნიდან გამომდინარე, იქნება თუ არა კონკრეტულ სასწავლო დაწესებულებაში ადგილი საყოველთაო რეგისტრაციის დროს – ეს არის კიდევ ერთი საკითხი, რომელიც მშობელთა ნაწილის შეშფოთებას იწვევს.
როგორია განათლების სამინიტროს პასუხი და რა გადაწყვეტილება მიიღო უწყებამ პრობლემების თავიდან ასაცილებლად – გვანცა ცისკაძე გიამბობთ.