პირველკლასელთა რეგისტრაცია

წელსაც ხარვეზებით დაიწყო პირველკლასელთა რეგისტრაცია.

მშობლების ნაწილმა, სასურველ სკოლებში შვილების დარეგისტრირება ვერ მოახერხა. სპეციალურ ვებ-გვერდზე დაფიქსირებული ტექნიკური პრობლემის გარდა, მშობლები სასწავლო დაწესებულებების გადატვირთულობაზეც საუბრობენ. წინა წლების მსგავსად, ათეულობით სკოლაში ადგილები ისევ შეზღუდულია.

თბილისის გარდა, პრობლემები სხვა ქალაქებშიც შეიქმნა, რის გამოც სკოლების დამატების საკითხი კიდევ უფრო აქტიურდება. მანამდე კი განათლების სამინისტრო, პრობლემის გადაჭრას კლასების დამატებით ცდილობს.