პირველი თოვლი თბილისში
თბილისში თოვს. დედაქალაქის ქუჩებში, ასევე, შემოერთებულ ტერიტორიებზე გზები თოვლისგან იწმინდება, ღამით დაიყარა ტექნიკური მარილიც. „თბილსერვის ჯგუფში“ აცხადებენ, რომ თანამშრომლები 24-საათიან რეჟიმში უწყვეტად მუშაობენ. გზის გაწმენდის სამუშაოებს ადგილზე გაეცნენ თბილისის მერი კახა კალაძე, მისი მოადგილე ირაკლი ბენდელიანი და „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორი გიორგი პაპავა. სამუშაო პროცესში ჩართულია 51 ერთეული სპეციალური ტექნიკა და 150-მდე თანამშრომელი.