პირველი თებერვლიდან საჰაერო სივრცე იხსნება 

21:55, 29.01.2021

საქართველოს და უცხო ქვეყნების მოქალაქეები ჩვენს საზღვრებზე შეცვლილი პირობებით შემოვლენ. პირველი თებერვლიდან, ანუ რეგულარული ფრენების დაწყების შემდეგ შეიცვლება საზღვრებზე დღემდე მოქმედი რეჟიმი. ქვეყანაში ყოველგვარი რეგულაციის გარეშე შემოსასვლელად ვაქცინის ორივე დოზის გაკეთების დამადასტურებელი საბუთია საჭირო. იცვლება საკარანტინო და თვითიზოლაციის ვადებიც. ინფიცირებულთა რაოდენობის შემცირების კვალდაკვალ, მთავრობის ეკონომიკური გუნდი ტურიზმის სფეროს წარმომადგენლებთან შეხვედრების დაწყებასაც აანონსებს. ტურიზმის, როგორც ეკონომიკის ერთ-ერთი წამყვანი დარგის თითქმის ერთწლიანი ჩაკეტვა საქსტატის დღევანდელ მონაცემებზეც აისახა.

მსგავსი