პირველი საწარმო ფოთის ინდუსტრიულ ზონაში

ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის ტერიტორიაზე ავტომანქანების კომპონენტების მწარმოებელი ქარხნის საძირკველის ჩაყრის ღონისძიება გაიმართა.

ქარხანა ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის ტერიტორიაზე გამოყოფილ 5000 კვ. მ ფართობის ნაკვეთზე შენდება. საწარმოში ქართული და უცხოური ნედლეულის – ალუმინისა და თუთიის ზოდებისგან  სხვადასხვა ტიპის ავტომანქანების კომპონენტები ჩამოისხმება. მიღებული პროდუცია ექსპორტზე უნდა გავიდეს. პროექტის მიხედვით, წარმოების პირველ წელს დაგეგმილია 5 მლნ აშშ დოლარამდე ღირებულების კომპონენტების ექსპორტი. მოცულობა ყოველწლიურად უნდა გაიზარდოს.