ქუთაისში პირველი საერთაშორისო საოპერო ფესტივალი 16 სექტემბერს გაიხსნება. ფესტივალი ქუთაისის ოპერის თეატრის 50-ე საიუბილეო სეზონს ემთხვევა, რომელიც დღეს “სოფლის ღირსების” პრემიერით გაიხსნება.
საოპერო ფესტივალში მონაწილეობას მიიღებენ ცნობილი ქართველი და უცხოელი საოპერო შემსრულებლები და 22 სექტემბერს გალა-კონცერტით დაიხურება. ფესტივალის დამფუძნებლები არიან ქუთაისის მერია, ოპერის თეატრი და საერთაშორისო ფონდი “მსოფლიო ტალანტები”.