პირველი რეისი ქუთაისის აეროპორტში

ქუთაისის განახლებული საერთაშორისო აეროპორტი მგზავრებისთვის გაიხსნა. „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ ინფორმაციით, სამთვიანი პაუზის შემდეგ, ავიაკომპანია „ვიზეარმა“ საქართველოსა და ევროპის ქვეყნებს შორის პირდაპირი რეგულარული რეისები განაახლა. გვიან ღამით, პანდემიის შემდეგ, ვილნიუსიდან ქუთაისის მიმართულებით პირველი რეგულარული ფრენა განხორციელდა. პირველი რეისის მგზავრებს ტრადიციულად სიმბოლური საჩუქრები დაურიგდათ. მაისიდან, აეროპორტში „ვიზეარი“ რიგისა და დორტმუნდის მიმართულებით ამატებს რეისებს. ასევე, 2 მაისიდან აეროპორტში ოპერირებას დაიწყებს ახალი, ყაზახური დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია, რომელიც პირდაპირ რეგულარულ რეისებს სამი მიმართულებით განახორციელებს.

მოამბე

დატოვე კომენტარი