ფინანსურ ეკოსისტემაში ახალი ეტაპის დასაწყისი და პირველი რეალური ტრანზაქცია ღია ბანკინგით. ეროვნული ბანკის, საქართველოს საბანკო ასოციაციისა და ღია ბანკინგის ლიცენზიის მფლობელი პირველი ფინანსური ტექნოლოგიების კომპანიის – Keepz-ის ორგანიზებით, ერთობლივი ღონისძიება გაიმართა.
პირველი გადარიცხვის შესრულებასთან ერთად, მიზანი საფინანსო სექტორში ინფორმაციის გაზიარება და ცნობიერების ამაღლებაც იყო. შეხვედრას ბიზნეს და ფინტექ ასოციაციის წევრი კომპანიები, ასევე, სტარტაპერები და დაინტერესებული პირები დაესწრნენ.