გარდამტეხი ეტაპი დამწყები ინოვაციური ბიზნესების განვითარებაში – ამერიკის შეერთებულ შტატებში პირველი ქართული ტექნოლოგიური ჰაბი იხსნება. სან-ფრანცისკო, მეინ სტრიტის 135 ნომერი – ეს არის მისამართი, რომელიც ქართულ სტარტაპებს ამერიკულ და გლობალურ ტექნოლოგიურ ბაზრებთან დააკავშირებს. სან-ფრაცნისკოში მდებარეობს სილიკონ ველი, თანამედროვე ტექნოლოგიებისა და ინოვაციების ინდუსტრიული ცენტრი. ადგილი, სადაც ტექნოლოგიური გიგანტების, მეტას, ეფლის და გუგლის სათავო ოფისებია განთავსებული და საიდანაც მსოფლიოსთვის ახალი ინოვაციური პროექტების შეთავაზება ხდება. სწორედ, სან-ფრანცისკოს სილიკონ ველზე იხსნება საქართველოს ტექნოლოგიური ჰაბი, გლობალური ფანჯარა, რომელიც ქართველ სტარტაპერებს ტექნოლოგიური იდეების განვითარების, ახალი ბიზნესკონტაქტების დამყარების, დაფინანსების მოძიების და გლობალურ კომპანიებთან თანმშრომლობის შესაძლებლობას შესთავაზებს.
ოფიციალური ცერემონია სულ რამდენიმე საათში დაიწყება – „მოამბე“ უკვე სან-ფრანცისკოშია – სალომე ქოქიაშვილი გვეტყვის, რა ფუნქცია ექნება ქართულ ტექნოლოგიურ ჰაბს ამერიკის შეერთებულ შტატებში?