პირველი ოლიმპიური ოქრო - ლაშა ბექაური ჩემპიონია

პირველი ოლიმპიური ოქრო ტოკიოს ოლიმპიადაზე.

ლაშა ბექაური დღის გმირია. 21 წლის ქართველმა ძიუდოისტმა საქართველოს ნაკრებს ოლიმპიურ თამაშებზე პირველი ოქროს მედალი მოუტანა. ნახევარფინალში რუსი მეტოქის დამარცხების შემდეგ, ბექაური ფინალში გერმანელ ედუარდ ტრიპელს დაუპირისპირდა. ორთაბრძოლა საკმაოდ დაძაბული იყო, ქართველმა სპორტსმენმა

გადამწყვეტი უპირატესობა ბრძოლის დასრულებამდე ორი წუთით ადრე მოიპოვა. ეს არის პირველი შემთხვევა ქართული ძიუდოს ისტორიაში, როდესაც ოლიმპიადაზე საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა სამი მედლის მოპოვება მოახერხა და თანაც ოლიმპიური თამაშების დაწყებიდან ხუთ დღეში. ხვალ ტოკიოში საქართველოს სახელით, ძიუდოისტთა ნაკრების კაპიტანი ვარლამ ლიპარტელიანი და ნინო სალუქვაძე იასპარეზებენ.

საქართველოს ჰიმნი, ოლიმპიური ჩემპიონის მიმართვა გულშემატკივრებს და ემოციური კადრები იაპონიის დედაქალაქიდან ლევან ღუდუშაურის რეპორტაჟში.