პირველი მშრალი პორტი საქართველოში
საერთაშორისო მნიშვნელობის ინფრასტრუქტურული პროექტის პირველი ფაზა დასრულებულია.
თბილისის მშრალი პორტი ამოქმედდა. ახალმა ტერმინალმა ბათუმის პორტიდან სარკინიგზო ხაზით პირველი ტვირთი უკვე მიიღო. თბილისის მშრალი პორტი ქართული პორტების მომსახურების პარალელურად, საკვანძო როლს შუა დერეფნის განვითარების პროცესში შეასრულებს და საერთაშორისო ტვირთების მიღება-გადამუშავებასაც უზრუნველყოფს. ამ მხრივ განსაკუთრებული აქცენტი კეთდება შუა აზიიდან და შორეული აღმოსავლეთიდან თბილისის მიმართულებით მოძრავ ტვირთებზე. პროექტის სამივე ფაზის დასრულების შემდგომ თბილისის პორტში წელიწადში 200 ათასი კონტეინერი უნდა გადამუშავდეს. მასშტაბური პროექტი და მისი გავლენა საერთაშორისო გადაზიდვებზე – ნახეთ შალვა სუმბაძის რეპორტაჟი.