პირველი მაისიდან საჯარო სივრცეებში თამბაქოს მოხმარება დასჯადი ხდება

ხვალიდან საქართველოს ტერიტორიაზე დახურულ საჯარო სივრცეებში თამბაქოს მოხმარება დასჯადი ხდება.

პირველი მაისიდან მოქმედებას იწყებს კანონი თამბაქოს კონტროლის შესახებ.

რამდენად არის მზად ახალი ნორმების აღსასრულებლად შინაგან საქმეთა სამინისტრო, უცნობია. უწყების წარმომადგენლებს საკითხზე დღეს კომენტარი არ გაუკეთებიათ.

საქართველოში თამბაქოს კონტროლის კანონის სრულად ამოქმედებას მხარს უჭერს გაერო და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია.