პირველი ივნისიდან სახმელეთო საზღვრები იხსნება

დღეიდან, პირველი ივნისიდან, ქვეყნის მასშტაბით სახმელეთო საზღვრები გაიხსნა. ეს რეგულაციების შემსუბუქების კიდევ ერთი ეტაპია. საზღვრის კვეთა შესაძლებელი იქნება სრული ვაქცინაციის დამადასტურებელი დოკუმენტით და „პისიარის“ ტესტით, ან – 72 საათში ჩატარებული პისიარის უარყოფითი პასუხით. სარფის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზე მიმდინარე შემოწმებას ფინანსთა მინისტრი შემოსავლების სამსახურის უფროსთან ერთად გაეცნო.

მოამბე

დატოვე კომენტარი