პირველი დღე პირველი არხის „ტელესკოლაში“

სატელევიზიო გაკვეთილები დაიწყო. მეორე არხზე ჩაირთო ახალი არხი -,,პირველი არხი განათლება”, რომელიც I – XII კლასის ჩათვლით მოსწავლეებს სწავლების დისტანციურ რეჟიმს სთავაზობს. ეს არის საქართველოს პირველი არხისa და განათლების სამინისტროს ერთობლივი უპრეცენდენტო პროექტი #ტელესკოლა, რომელიც მთლიანად ეროვნულ სასწავლო გეგმაზეა მორგებული. გაკვეთილებს საჯარო და კერძო სკოლების პედაგოგები ჩაატარებენ, შაბათ-კვირას კი, მოსწავლეებს საშუალება ექნებათ, სხვადასხვა საგანმანათლებლო-შემეცნებით ფილმსა და კლასგარეშე პროგრამას მიადევნონ თვალი.