პირველი არხის თანამშრომლების დაჯილდოება

პირველი არხი ხვალ, 30 დეკემბერს 61 წლის ხდება. თარიღთან დაკავშირებით საზოგადოებრივ მაუწყებელში საზეიმო ღონისძიება გაიმართა. სპეციალური საჩუქრები გადაეცათ თანამშრომლებს,  რომლებიც  მაუწყებელში უკვე 40 წელზე მეტია მუშაობენ. მათ  ტელევიზიაში გადაგმული პირველი ნაბიჯები გაიხსენეს. მადლობის სიგელები სულ 46 თანამშრომელს გადაეცა.