პირველი არხის სპორტული რედაქცია ლერი ხაბელოვს პასუხობს

ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტის, დეპუტატ ლერი ხაბელოვის მიერ პარლამენტის გუშინდელ სხდომაზე გაკეთებული განცხადების მიხედვით, საზოგადოებრივი მაუწყებელი „სათანადოდ არ აშუქებს სპორტს, რის გამოც უკმაყოფილებას და წუხილს გამოთქვამენ სპორტული ფედერაციები“. მისი თქმით, არ გაშუქდა ევროპის ჩემპიონატი ძალოსნობაში და ჭადრაკი (სავარაუდოდ, დეპუტატმა საჭადრაკო ოლიმპიადა იგულისხმა) და მაუწყებლის მიერ სპორტის გაშუქების კუთხით, ზოგადი უკმაყოფილება გამოთქვა.

საზოგადოებრივი მაუწყებლის სპორტული რედაქცია არ იზიარებს ბატონი ხაბელოვის მოსაზრებას და მიაჩნია, რომ დეპუტატის მიერ გაკეთებული განცხადებები სიმართლეს არ შეესაბამება.