პირველი არხის სატელევიზიო სეზონი

როგორი იყო 2019 წელი საქართველოს პირველი არხისთვის და რას გეგმავს მაუწყებელი 2020 წლის სეზონისთვის, – იმ  საზოგადოებრივ-პოლიტიკურ, შემეცნებით, გასართობ, მუსიკალურ, სპორტულ და საავტორო გადაცემებთან ერთად, რომლებმაც რეიტინგი, მაყურებლის ნდობა, ინტერესი და სიყვარული უკვე დაიმსახურეს, ახალ სეზონზე ბევრი სიახლე გელოდებათ.

2020 წელი გამორჩეული იქნება სპორტის მოყვარულებისთვის. არხმა უკვე შეიძინა ფეხბურთის ევროპის ჩემპიონატისა და ზაფხულის ოლიმპიური თამაშების პირდაპირი ტრანსლაციის უფლება. ამასთან, საქართველოს პირველი არხი ექსკლუზიურად შემოგთავაზებთ „ოსკარის“ 92- ე დაჯილდოებას. არხზე მეგა-შოუებს საქართველოს ვარსკვლავს, მასტერშეფსა და რანინას 2020 წლიდან უკვე ყველაზე პრესტიჟული და რეიტინგული საერთაშორისო მუსიკალური მეგა-შოუ, 4 „ემის“ მფლობელი „ვოისი“ დაემატება. 2020 წლის დასაწყისში დასრულდება არხზე მიმდინარე ტექნიკური გადაიარაღება და ახალი სტუდიების მომზადება. შესაბამისად, საინფორმაციო გამოშვება „მოამბე“ და ყველა საზოგადოებრივ-პოლიტიკური თოქ-შოუ უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი, თანამედროვე სტუდიებიდან მოგაწვდით ობიექტურ, გადამოწმებულ, უტყუარ და ყველაზე სანდო ინფორმაციას საქართველოსა და მსოფლიოში მიმდინარე მოვლენების შესახებ.

ეს ყველაფერი და ასევე ის თუ რა გელოდებათ 2020 წელს საქართველოს პირველ არხზე, ნახეთ დღეს მარიკა შალიკაშვილის რეპორტაჟში „მოამბის“ მთავარ გამოშვებაში 21:00 საათზე.