პირველი არხის საჩუქარი მოლდოვის საზოგადოებრივ მაუწყებელს

საჩუქარი მოლდოვის საზოგადოებრივ მაუწყებელს საქართველოს პირველი არხისგან.

ტელევიზიას უფლება ექნება, ზუსტად იმ შენობის ანალოგი ააშენოს, რომელიც ჩვენი არხისთვის პოლიტკოვსკაიას ქუჩაზე შენდება. საუბარია ხალხის ჩართულობით გამართულ კონკურსში გამარჯვებულ არქიტექტურულ პროექტზე, რომელიც ჩვენმა ტელევიზიამ მოლდოვის მაუწყებელს გადასცა. ხუთი წლის წინ გამარჯვებული პროექტის მიმართ ინტერესი თავად მოლდოვურმა მხარემ გამოთქვა ჯერ კიდევ მაშინ, როცა დელეგაცია თბილისს სტუმრობდა. ევროპის მაუწყებელთა კავშირის წევრ ორ ტელევიზიას შორის გაფორმებული თანამშრომლობის ახალი მემორანდუმი სხვა მიმართულებებსაც მოიცავს.