პირველი არხის საახალწლო ეთერი

საქართველოს პირველი არხი გამორჩეულ და დასამახსოვრებელ საახალწლო ეთერს გიმზადებთ. ხვალ ყველა გადაცემა სადღესასწაულო ფორმატს შემოგთავაზებთ. ახალი წლის დღეებში კი ეთერში გავა კლასიკად ქცეული ქართული ფილმები, ყველა თაობის საყვარელი ქართული მულტფილმები, მსოფლიო კინო-მუსიკის შედევრები და ქართული კინო-მუსიკა. კიდევ ერთხელ გაცოცხლდება უნიკალური ჩანაწერები ჩვენი ოქროს ფონდიდან და რაც მთავარია, პირველად საქართველოში, პირველ არხზე დისნეის ყველაზე ფერადი და ჯადოსნური სამყარო გაცოცხლდება. მოკლედ, მრავალფეროვანი პროგრამა ყველა ასაკისა და გემოვნების მაყურებელზე იქნება მორგებული.

დატოვე კომენტარი