პირველი არხის მენეჯმენტის შეხვედრა არასამთავრობო ორგანიზაციებთან

საქართველოს პირველი არხის მენეჯმენტი მესამე სექტორს შეხვდა.

დისკუსიას ესწრებოდნენ ორგანიზაციები, რომელთა საქმიანობაც მედიის მიმართულებასთან არის დაკავშირებული. თინათინ ბერძენიშვილმა 6-წლიანი ხედვა და გეგმა წარადგინა. პრეზენტაციაზე აქცენტი გაკეთდა მიმდინარე სიახლეებზე, გამოწვევებსა და სამომავლო გეგმებზე. კონკრეტულად, საუბარი შეეხო განახლებულ სამაუწყებლო ბადეს, ტექნიკურ გადაიარაღებას, ახალ შენობას და კონსტრუქციულ ჟურნალისტიკას.

მაუწყებელმა დაიწყო სხვადასხვა ტიპის შეხვედრები დაინტერესებულ ჯგუფებთან, რაც მიზნად ისახავს ორგანიზაციული პროცესების გამჭვირვალობის ხელშეწყობას. აუდიენცია კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა.